ლისი კვარტეტში რკინა-ბეტონის კარკასის სამუშაოები დასრულდა
ლისი კვარტეტის მშენებლობაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა
ლისი კვარტეტის ოთხივე სახლის რკინა-ბეტონის კარკასის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია.
ეს პროექტის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც საფუძველს ქმნის მშენებლობის შემდეგი ფაზისთვის. მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასი უზრუნველყოფს შენობების სიმტკიცესა და მდგრადობას და წარმოადგენს პროექტის თანამედროვე სამშენებლო კონცეფციის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს.
სამშენებლო სამუშაოები გეგმის შესაბამისად გრძელდება და პროექტი ეტაპობრივად უახლოვდება საბოლოო სახეს.
ლისი კვარტეტი — სახლი, სადაც ქალაქი და ბუნება ხვდება ერთმანეთს.






