ლისი კვარტეტში რკინა-ბეტონის კარკასის სამუშაოები დასრულდა

ლისი კვარტეტის მშენებლობაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა ლისი კვარტეტის ოთხივე სახლის რკინა-ბეტონის კარკასის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. ეს პროექტის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც საფუძველს ქმნის მშენებლობის შემდეგი ფაზისთვის. მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასი უზრუნველყოფს შენობების სიმტკიცესა და მდგრადობას და წარმოადგენს პროექტის თანამედროვე სამშენებლო კონცეფციის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს. სამშენებლო სამუშაოები გეგმის შესაბამისად გრძელდება და პროექტი ეტაპობრივად უახლოვდება […]

ჩაისხა მეორე სართულის მონოლითური ფილა – მიმდინარეობს მეორე სართულის კოლონების მოწყობა

პროექტზე სამშენებლო სამუშაოები დაგეგმილი ტემპით გრძელდება. დასრულდა მეორე სართულის მონოლითური ფილის ჩამოსხმა, რაც მშენებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია და შენობის კონსტრუქციული განვითარების ახალ ფაზაზე გადასვლას უზრუნველყოფს. ამ დროისთვის მიმდინარეობს მეორე სართულის კოლონების მოწყობა. პარალელურად ხორციელდება სხვა თანმდევი სამუშაოებიც, რომლებიც აუცილებელია მომდევნო სამშენებლო ეტაპებისთვის მოსამზადებლად. შესრულებული სამუშაოების შედეგად შენობის კონსტრუქცია კიდევ უფრო გამოიკვეთა და პროექტი ეტაპობრივად იძენს […]